ა(ა)იპ "სოფლის განვითარების სააგენტოს" მისიაა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა და ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
სააგენტოს ძირითადი ფუნქციებს წარმოადგენს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტების დაგეგმვა და მართვა და მასზე დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კომპანიების მართვა.